რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე მიუნხენში გაფრინდა და ბაიერნის ხელმძღვანელობას შეხვდა.
როგორც ცნობილია, ბაიერნი 16 წლის მოთამაშის შეძენით სერიოზულად ინტერესდება, თუმცა საქმეში სხვა ევროპული კლუბებიც არიან.
ამ თემასთან დაკავშირებით, გავლენიანი გერმანული წყაროები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ — თორნიკე კვარაცხელიამ სამშაბათს, ბაიერნის 17-წლამდე გუნდში საცდელ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართველმა მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები აჩვენა.
როგორც იწერება, თორნიკემ საცდელი პერიოდის განმავლობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 17-წლამდე გუნდში ულამაზესი გოლიც გაიტანა, თუმცა ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, თორნიკე კვარაცხელიას მიუნხენურ გრანდში გადასვლა მხოლოდ 18 წლის ასაკში შეეძლება.
აღნიშნული პერიოდის გადასალახად ერთ-ერთ ვარიანტად იჯარით სხვა კლუბში თამაში განიხილება, მათ შორის შესაძლოა "Red & Gold's" პარტნიორი კლუბებიც.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მსგავსი მიზეზის გამო ჩაიშალა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც — მაშინ ბაიერნი ქართველი ვარსკვლავის დამატებით სერიოზულად იყო დაინტერესებული, თუმცა ის მხოლოდ 16 წლის იყო და შესაბამისი იჯარის ვარიანტის მოძებნა ვერ მოხერხდა.
თუ ბაიერნი პარტნიორი კლუბის მეშვეობით თორნიკე კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას შეძლებს, ქართველი ფეხბურთელი გუნდს 18 წლის შესრულების შემდეგ ოფიციალურად შეუერთდება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ