უეფა-მ ეროვნული ნაკრებებისთვის რევოლუციური ცვლილებები დააანონსა. ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია ერთა ლიგისა და შესარჩევი ტურნირების სრულყოფას გეგმავს. ახალი მოდელი, რომელიც ჯერ დასამტკიცებელი აქვს აღმასრულებელ კომიტეტს, ევრო 2028-ის შემდეგ, ანუ 2028-29 წლების სეზონიდან შევა ძალაში.
ახალი სისტემა დიდწილად შთაგონებულია ევროტურნირების ახალი ფორმატით, რომელიც წარმატებულ იდეად მოინათლა და ახლა უეფა სანაკრებო ტურნირებზე აპირებს მის განხორციელებას.
ერთა ლიგის გათამაშებაში უეფა უარს იტყვის ოთხ ლიგაზე და გადავა სამლიგიან (A, B და C) ფორმატზე. თითო ლიგაში იქნება სამი ჯგუფი თითოში ექვსი გუნდით. წილიყრისას შეიქმნება სამი კალათა და თითო კალათიდან ჯგუფში ორ-ორი გუნდი მოხვდება.
ჯგუფში ყოველი გუნდი ექვს შეხვედრას ჩაატარებს: საკუთარ კალათში ერთ მეტოქეს შინ და გარეთ შეხვდება, ასევე ორ შეხვედრას ჩაატარებს ორ სხვადასხვა მეტოქესთან დარჩენილ ორ კალათში.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გამოყენებული იქნება „რვათა ფინალის“ მიმდინარე ფორმატი. A ლიგის თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა მეოთხედფინალში და მათ დაემატება ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი.
სამი ბოლოადგილოსანი პირდაპირ გავარდება B ლიგაში, საიდანაც სამი პირველიადგილოსანი, თავის მხრივ, A ლიგაში გადავა.
ასევე გაიმართება A ლიგის ჯგუფების მეოთხე და მეხუთეადგოლისნების პლეი ოფი B ლიგის ჯგუფების მეორე და მესამეადგილოსნებთან. ეს სისტემა იმოქმედებს B და C ლიგებს შორისაც.
ევრო 2032-ის შესარჩევი ტურნირი დაახლოებით იგივე ფორმატით გაიმართება. ჩამოყალიბდება ორი ლიგა – ლიგა 1 და ლიგა 2. ლიგა 1-ში შეიქმნება სამი ჯგუფი თითოში 12 გუნდით (36 გუნდი ერთა ლიგის A და B ლიგებიდან), ლიგა 2-ში – სამი ჯგუფი თითოში 6 გუნდით.
წილისყრისას იქნება სამი კალათი თითოში 12 გუნდით. ასე რომ, შესარჩევის თითო ჯგუფში მოხვდება ოთხი გუნდი თითო კალათიდან. ყველა ნაკრები ჩაატარებს სამ შეხვედრას შინ და სამს – სტუმრად, როგორც ეს ევროტურნირების ახალი ფორმატის მიხედვით ხდება.
როგორ მოხვდებიან ამ ექვსი ტურის შემდეგ გუნდები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონსენსუსი მიღწეული არ არის.
„გუნდები, რომლებიც ლიგა 1-ის ჯგუფებში პირველ ადგილს დაიკავებენ, პირდაპირ გავლენ ფინალურ ტურნირზე, დანარჩენი საგზურები კი განაწილდება პლეიოფის სისტემის მეშვეობით, რაც გარანტირებულად თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ლიგა 2-ის გუნდებსაც“, – განაცხადა უეფამ, მაგრამ მეტი დეტალისგან თავი შეიკავა.
ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, ამ პირველი რაუნდის შემდეგ რამდენი გუნდი გაივლის პირდაპირ კვალიფიკაციას. შესარჩევს მასპინძელი ქვეყნებიც ითამაშებენ, ოღონდ მათ გარანტირებული ექნებათ ფინალურ ტურნირში მონაწილეობა.
ელოდებიან, რომ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი ამ ფორმატებს მომავალი წლის სექტემბერში დაამტკიცებს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ