ცნობილია - რატომ არ არის ჰანსი ფლიკი მიქაუტაძის ბარსაში ტრანსფერზე თანახმა ცნობილია - რატომ არ არის ჰანსი ფლიკი მიქაუტაძის ბარსაში ტრანსფერზე თანახმა » Footballnews ცნობილია - რატომ არ არის ჰანსი ფლიკი მიქაუტაძის ბარსაში ტრანსფერზე თანახმა
გათიშვა

ცნობილია - რატომ არ არის ჰანსი ფლიკი მიქაუტაძის ბარსაში ტრანსფერზე თანახმა

ცნობილია - რატომ არ არის ჰანსი ფლიკი მიქაუტაძის ბარსაში ტრანსფერზე თანახმა
1 საათის და 4 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ბოლო დროს გიორგი მიქაუტაძესა და „ბარსელონაზე“ ესპანურ პრესაში საუბარი არ წყდება. 

„ბლაუგრანა“ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. კატალონიელთა მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია, თუმცა მათ ალტერნატივებიც ჰყავთ და ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი გახლავთ.

„დეკუს ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს. სპორტული დირექტორისთვის მიქაუტაძე ხულიან ალვარესის იდეალური შემცვლელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კრუპიმ ტრავმა მიიღო და მისი ტრანსფერი გამოირიცხა. 

"პრობლემა ისაა, რომ ჰანსი ფლიკი ბოლომდე თანახმა არაა. გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მიქაუტაძე ჯერ მზად არ არის, „ბარსას“ დონის კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში იყოს. სწორედ ამიტომ, გარიგება დაყოვნებულია. დეკუ ფლიკის თანხმობის გარეშე არავის გაიფორმებს. ტრანსფერისთვის ორივე მათგანის თანხმობაა საჭირო“, - ამბობს ბარსელონასთან დაახლოებული ჟურნალისტი, ჟერარ რომერო.

FACEBOOK კომენტარები