"ვალენსიაში ტრანსფერამდე მამარდაშვილს ვესაუბრე" - ჰარვი ელიოტი "ვალენსიაში ტრანსფერამდე მამარდაშვილს ვესაუბრე" - ჰარვი ელიოტი » Footballnews "ვალენსიაში ტრანსფერამდე მამარდაშვილს ვესაუბრე" - ჰარვი ელიოტი
გათიშვა

"ვალენსიაში ტრანსფერამდე მამარდაშვილს ვესაუბრე" - ჰარვი ელიოტი

"ვალენსიაში ტრანსფერამდე მამარდაშვილს ვესაუბრე" - ჰარვი ელიოტი
2 საათის და 50 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

რამდენიმე დღის წინ, ლივერპულის ფეხბურთელი, ჰარვი ელიოტი ვალენსიას რიგებს შეუერთდა.

აღნიშნული ტრანსფერი წინ ინგლისელი ნახევარმცველი გიორგი მამარდაშვილს ესაუბრა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

"გიორგიმ მითხრა, რომ გულშემატკივრები არაჩვეულებრივები არიან. როცა საქმე კარგად არ მიდის, ისინი მხარს გიჭერენ და ბოლომდე შენს გვერდით არიან. ხოლო როცა იგებ და კარგად თამაშობ, ისინი საუკეთესო გულშემატკივრები არიან, ვინც კი შეიძლება გყავდეს. 

"მან ასევე მითხრა, რომ ქალაქი საოცარია. ცოტა ვისაუბრეთ, თუმცა ბევრი კითხვის დასმა არ მინდოდა, რომ არ გამემჟღავნებინა, თუ რა ხდებოდა. მაგრამ გიორგიმ ძალიან დადებითად ისაუბრა ქალაქზე და, რაც მთავარია, კლუბზე. 

"ძალიან აღფრთოვანებული ვარ და მოუთმენლად ველი, რომ ეს ყველაფერი თავად გამოვცადო", - თქვა ელიოტმა.

გირჩევთ