"ამან გიორგი ქოჩორაშვილი დააზარალა" - რა თქვა სევილიას მწვრთნელმა "ამან გიორგი ქოჩორაშვილი დააზარალა" - რა თქვა სევილიას მწვრთნელმა » Footballnews "ამან გიორგი ქოჩორაშვილი დააზარალა" - რა თქვა სევილიას მწვრთნელმა
გათიშვა

"ამან გიორგი ქოჩორაშვილი დააზარალა" - რა თქვა სევილიას მწვრთნელმა

"ამან გიორგი ქოჩორაშვილი დააზარალა" - რა თქვა სევილიას მწვრთნელმა
58 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ლა ლიგის მეექვსე ტურში სევილია ლა კორუნიის დეპორტივოს სტუმრად დაუპირისპირდება.

მატჩამდე ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ იუსუფ ფოფანას ტრანსფერის გამო სათამაშო დრო სხვა ნახევარმცველებსაც შეეზღუდებათ, მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილს.

"ფოფანას მოსვლამ მისი სათამაშო დრო შეამცირა და ამ ტრანსფერმა ნიკო, გურიდი, ქოჩო და ლუსიენიც კი დააზარალა. ნიკო ახალგაზრდაა. თუ ვინმემ დაამტკიცა, რომ მისი თამაშში ჩართვის არ ეშინია, ეს მე ვარ. 

"მან ისე უნდა ითამაშოს, როგორც ცოტა ხნის წინ იასპარეზა - მაშინ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჰქონდა. 

"საქმე მხოლოდ ნიკოს არ ეხება: თუ ფოფანას ტრანსფერს დადებითად ვაფასებთ, შემდეგ ნიკოს როლის შემცირებაზე ვერ ვიწუწუნებთ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სათამაშო დრო ყველას დააკლდება", - თქვა პლასამ.

გირჩევთ