ბოლო დროს პსჟ-ს გულშემატკივრებსა და მედიაში გამოითქმის ეჭვი, რომ ლუის ენრიკე კვარაცხელიას ისევე მოექცევა, როგორც თავის დროზე დონარუმას მოექცა.
ნაკრებიდან პსჟ-ში დაბრუნებულმა ხვიჩამ ლიგა 1-ში, ლე მანთან მოგებაში (3:1) თავისი წვლილი კი შეიტანა, მაგრამ პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ ის მომდევნო თამაშში, სტუმრად მანჩესტერ სიტისთან (4:2) ისევ სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.
გულშემატკივრებსა და მედიაში გაჩნდა ეჭვი, რომ პსჟ-ში ქართველის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა.
"კვარაცხელიას კრიზისი პსჟ-ში: “ოქროს ბურთის” პრეტენდენტობიდან სათადარიგო მოთამაშის სტატუსამდე. ნუთუ ლუის ენრიკემ ის ისევე ჩამოწერა, როგორც ოდესღაც დონარუმა?
"გაიხსენეთ მისი 10 გოლი და 6 საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ისთვის წარმატებულ სეზონში. ახლა კი დააკვირდით, როგორ ხშირად ზის ის სათადარიგოთა სკამზე. ნაპოლის ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც “ოქროს ბურთზე” ოცნებობს, ლუის ენრიკესთვის ხელშეუხებელი მოთამაშე აღარაა.
"რა ხდება “კვარადონას” თავს? სოციალურ ქსელებში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ესპანელი სპეციალისტი ისევე ეპყრობა მას, როგორც თავის დროზე დონარუმას მოექცა - ჩემპიონთა ლიგაში პირველი ტრიუმფის გმირს, რომელიც საბოლოოდ შემადგენლობიდან განარიდეს (სიტის სასარგებლოდ) და ადგილი შევალიეს გამოუთავისუფლეს", - წერია Virgilio Sport-ის სტატიაში.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ