როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ნაპოლი" "ბრაგას" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 66-ე წუთზე ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაიყვანა.
ამასთან დაკავშირებით რუდის ჟურნალისტებმა ჰკითხეს.
"რატომ შევცვალე კვარაცხელია? ვიცი, რომ ხვიჩას მატჩში გარდატეხის შეტანა და შეტევით ასპექტში მნიშვნელოვანი როლის თამაში უნდოდა.
"თუმცა მაგალითად ოსიმენი, ბევრს დარბოდა და იბრძოდა. სწორედ ამას ვითხოვ ჩემი ყველა ფეხბურთელისგან", - განაცხადა გარსიამ.