ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუზავდა. სოლომონ კვირკველიას მიერ მე-7 წუთზე გატანილი ავტოგოლი "ჯვაროსნებმა" 76-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძის გოლით გაქვითეს.
საბოლოო შედეგი დადგა ისეთი, რომელიც არცერთ მხარეს აწყობდა . ბუნებრივია, უკმაყოფილება სუფევს უკრაინელთა ბანაკშიც, რადგან მათ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება შეხვედრის მიწურულს გაუშვეს ხელიდან.
უკრაინელი გულშემატკივრები მატჩის შედეგს თავიანთი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდის პოსტის კომენტარებში ეხმაურებიან. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:
"მეორე ადგილის დასაკავებლად ჩვენ ბოლო ტურში ალბანეთს უნდა მოვუგოთ, ჩეხებმა კი ორივე მატჩი მოიგონ. ეს ფანტასტიკის სფეროდანაა."
"რებროვ, დოვბიკი და სუდაკოვი საქართველოს მხარეს თამაშობდნენ! ასეთ დროს როგორ უნდა მოიგო?"
"ყოჩაღ, ორივე გუნდმა დაახლოებით ერთ დონეზე ითამაშა, მაგრამ მოგება ქართველებს უფრო მეტად უნდოდათ."
"ღმერთმა იხსნას ჩვენი ნაკრები ამ მწვრთნელისგან. მატჩების ყურებას სურვილიც აღარ მაქვს."
"სამარცხვინოა, რომ ნაკრების ერთადერთი თავდამსხმელი მოედნიდან 75-ე წუთზე გადის."
19 ნოემბერს უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის ამ გათამაშებაში ბოლოჯერ ითამაშებს და ალბანეთს სტუმრად დაუპირისპირდება. "ლურჯ-ყვითლები" ახლა 5 ქულის ამარა არიან დარჩენილნი და ჯგუფის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
