"ტაქტიკა მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია..." - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია "ტაქტიკა მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია..." - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია » Footballnews "ტაქტიკა მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია..." - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია
გათიშვა

"ტაქტიკა მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია..." - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია

"ტაქტიკა მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია..." - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია
2 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე

ივნისში საქართველოს ნაკრები 2 ამხანგურ შეხვედრას გამართვს - 5 ივნისს "დინამო არენაზე" ფარერების, ხოლო 8 ივნისს "შენგელია არენაზე" კაბო ვერდეს წინააღმდეგ.

გუნდის შეკრების წინ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალექსანდრე იაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

გთავაზობთ ფრანგი სპეციალისტის კომენტარს:

- მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

"ყველამ ნახა, რომ მსოფლიოს შესარჩევზე რთულ ჯგუფში ვართ. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ყოველთვის რთული და კომპლექსური საკითხია. ესპანეთი ამ მომენტში საუკეთესო ნაკრებია, წინა წლებში მათ წინააღმდეგ ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ახლა მათ ისევ უნდა ვეთამაშოთ და დავამტკციოთ. ვფიქრობ, პირველ ადგილზე სწორედ ესპანეთი გავა, მეორესთვის ბრძოლა შეგვიძლია. თურქეთს ასევე კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ჩვენ შანსი გვექნება, ჩვენი მაგარი გულშემატკვირებით და ფეხბურთელებით".

- გურამ კაშიას როლზე საქართველოს ნაკრებში

"რაც შეეხება კაშოს, მისი მონდომებით, თამაშით კმაყოფილი ვარ. საკუთარ მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევს. ის 37 წლისაა, არც თუ ისე ახალგაზრდაა, თანაც არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. არავინი იცის სად იქნება ის მომავალ სეზონში, იქნება თუ არა ის მაღალ დონეზე. თუ ის გააგრძელებს ისე თამაშს, როგორც აქამდე შვებოდა მის როლს არანარი საფრთე არ ემუქრება".

- რა ტაქტიკით ითამაშებს საქართველოს ნაკრები

"ტაქტიკების შესახებ ბევრი საუბარი მიდის, ამ შეკრებაზე ისეთი ფეხბურთელებს ვუხმე, რომლებსაც ნაკრებში ხშირად თამაში არ უეწევთ. ამ შეკრებაზე ბევრი არ გამომიძახებია, რადგნა მათთვის დასვენება მნიშვნელოვანია. ისინი სექტემბერის მატჩებისთვის გვჭირდება. ეს ხელს შეუწყსო კონკუენციას. ჩვენ გუნდში კონკურენიცა გვჭირდება, ეს ნაკრებს სრულყოფილს ხდის. ამ შეხვედრებში შანსი მიეცემათ, როგორც ახალ ფეხბურთელებს, ისე ძველებს, რომლებსაც ნაკლებად თამაში უწევდათმ მაგალითად, შენგელიას და ლობჯანიძებ გასულ წელს ბევრი თამაში არ მოუწიათ, მე ვერ გავიგებ თუ რა შეუძლიათ მათ თუ არ ვათამაშებ, ასე რომ ყველას შეუძლია ყველასთნ კონკურენციაში შეცვლა. ტაქტიკა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, ის უნდა ვაკეთოთ რაც გვსურს, ყველა ფეხბურთელი ამას უნდა გრძნობდეს".

- ვინ იქნება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ შეკრებაზე

"ამ 2 მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ამას უახლოეს დღეებში გადავწყვეტ".

- რას ფიქრობს საბა ხარებაშვილზე

"ხარებაშვილის ბევრ თამაშს ვუყურებ დინამოში, ის მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ მასზე ბევრად დიდი ასაკის ფეხბურთელებთან თამაშობს. ის გამოვიძახე იმიტომ, რომ გამოცდილება მიიღოს. მან რამდენიმე ასპექტში გამაოცა და მინდა ეს ახლოდან ვნახო. ვთქვი, რომ საინტერესოა, მოდი გამოვიძახოთ და ვნახოთ.

- მომავალ თაობაზე

"უ21-ის ევროპის ჩემპიონატზე ვიქნები და ქართველ ფეხბურთელებს დავაკვირდები, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო მათზე. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის წინააღმდეგ მოთამაშე ნაკრებს ვუქომაგებ. ისინი ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდნენ, ეს ნიშნავს, რომ გუნდში როგორც კარგი ფეხბურთელები, ასევე მაღალი დონის მწვრთნელია.".

- კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში

"ჩემპიონთა ლიგის ფინალს სამწუხაროდ ვერ დავესწრები, რადგან ჩვენი შეკრება სწორედ 31-ში იწყება. კვარაცხელიას, რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვუსურვებ, მას ვუგულშემატკივრებ. ეს ევროპაში ყველაზე დიდი ტურნირია. პსჟ ძალიან კარგი გუნდია. როდესაც სხვა პატარა ქვეყნებს ვუყურებთ მათ ყოველთვის ყავდათ ერთი გამორჩული წამყვანი ფეხბურთელი ერთგვარი "ლოკომოტივი", ჩვენთვის ასეთი კვარაა".

- ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების კარს ივნისში

"ნათვქამი მაქვს, რომ ჩვენი ნომერ პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, მეორე გუგეშაშვილი, მესამე კი ლორია. არაფერი არ შეცვლილა".


FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ