როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს დინამო არენაზე ამხაგაურ მატჩში ფარერებს უმასპინძლებს.
მატჩამდე 1 დღით ადრე ჩვენი გუნდი მთავარმა მწვრთნლმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:
"ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, სექტემბერში ვის მოვიწვევ. ეს მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოემზადებიან თამაშებისთვის. ახალგაზრდულ ნაკრებსაც დავაკვირდები. ნაკრების კაპიტანს რაც შეეხება, ხვალ სამკლავურით გუნდს გიორგი ლორია გაიყვანს.
საბა ხარებაშვილი 16 წლისაა, ჯერ ძალიან პატარაა და ძალიან ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ აქვს შანსი, რომ ითამაშოს. წინასწარ არ მაქვს გადაწყვეტილი ვის ვათამაშებ. ეს ფეხბურთელების მზადყოფნაზეა დამოკიდებული.
რას ველოდებით ფარერების ნაკრებისგან? დაცვაში მჭიდროდ თამაშობენ, რის გამოც სომხეთსა და ჩეხეთს პრობლემები შეუქმნეს. ამიტომ, იოლ შეხვედრას არ უნდა ველოდოთ. გაგუას ცოტა მეტი დრო უნდა, რომ თავისი პოტენციალი გამოავლინოს. ამ შეკრებაზე ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა – მას წარმატების მისაღწევად პოტენციალი გააჩნია.
რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას გამარჯვება? ხვიჩას შეუძლია ლიდერის როლი შეითავსოს და ახალგაზრდებისთვის მაგალითი გახდეს. მას შემდეგ, რაც ის გამოჩნდა, საქართველოში ბევრი სკაუტი ჩამოდის და ზოგადად, ხვიჩა უცხოეთში საქართველოს კარგი ელჩი გამოდგა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
