21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.
"ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და წინსვლასაც მოვახერხებთ. სულ სხვა გემო აქვს, როდესაც საგზურს საკუთარი შრომით მოიპოვებ – ეს გუნდის ემოციურ ზრდაზე აშკარად აისახება.
იმედია, ხვალ იხილავთ იმ გუნდს, რომელსაც იცნობთ – მენტალურად, ტაქტიკურად და ხასიათით. ვიმედოვნებ, იმ შედეგს მივიღებთ, რასაც ველით.
რა თქმა უნდა, სამი ცენტრალური მცველის არყოფნა სერიოზული დანაკლისია. ადამიანურადაც საწყენია, რომ ჩვენ გვერდით არ არიან ისინი, ვინც ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა ჩემი გუნდის და თითოეული მოთამაშის იმედი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს. ყველა მათგანი მზადაა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.
პოლონეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ შემთხვევაშიც წარმატებით ვითამაშოთ.
ხვიჩა კვარაცხელიასა და მერაბ დვალიშვილს წარმატებებს ვულოცავ – იმედია, ივნისის თვეს ისე დავასრულებთ, როგორც ჩვენ გვინდა. დაპირებების გაცემა არ მიყვარს, თუმცა ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
საბა საზონოვი მზად რომ არ იყოს, ჩვენს გუნდში არ იქნებოდა. სავარჯიშო პროცესში თავი კარგად წარმოაჩინა. სამი მცველით დიდი ხანია არ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ვართ და არაფერს გამოვრიცხავთ. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, გუნდმა ყველა სათამაშო სქემა უნდა იცოდეს და შეძლოს ადაპტაცია ნებისმიერ ვითარებასთან“, – განაცხადა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
