პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ევრო 2025-ის პირველ შეხვედრაში (2:1) გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პირველმა არხმა კომენტარი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ჩამოართვა, რომელიც სლოვაკეთში შეხვედრას ესწრებოდა.
„გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს ყველაზე მთავარია. პოლონეთთან რთული მატჩი იყო, მაგრამ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ მოგება შეეძლოთ და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწიეს. ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობა იყო.
ზოგადად, ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც გოლს ბოლო წუთზე იტან და თამაშს ასე იგებ. ტურნირის წარმატებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა ფეხბურთელებმა ფიქრი საფრანგეთთან მოახლოებულ შეხვედრაზე უნდა დაიწყონ“, – განაცხადა სანიოლმა პირველ არხთან საუბარში.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის მეორე შეხვედრას 14 ივნისს კვლავ ქალაქ ჟილინას სტადიონზე გამართავს. მეტოქე საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
