ცნობილი ქართველი კომენტატორი, გიგა გვენცაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საფრანგეთთან მატჩს ეხმაურება:
"ტოპ ლიგების გუნდებმა იქნებ შეიმჩნიონ და შეამჩნიონ, რომ ლუკა ხარატიშვილი ის მეკარეა, რომელიც უკეთეს ლიგას იმსახურებს. საბა საზონოვი მაშინაც კი როცა თვეებია არ უთამაშია, ჰოსპიტალიდან პირდაპირ ბრძოლის ველზე გარბის, აქეთ არ ატანინებს და იქეთ გააქვს. საბა ხვადაგიანი კი თითქმის არ ცდება, ნაღმებივით აყრიან ბურთებს და ისიც რკინის გუმბათივით იგერიებს. ოდიშარია არასდროს იმჩნევს სად რამდენი კაცი უდგას და მაინც დრიბლიგს ცდილობს და გამოსდის. ლომინაძე ყველგანაა და ჩვენც გვერდში რომ ჩაგვირბინოს, არ უნდა გავიკვირვოთ... და სხვები?
და რამაზ სვანაძე? ფეხბურთისთვის ყველაფერი თუ არ გააკეთე, თან სწორად თუ არ გააკეთე, წარმატება არ მოდის და ისიც აკეთებეს. მე ამისგან გავაკეთებ... და აკეთებს. აკეთებს მაქსიმუმს. რაც შეუძლებელი ჩანს იმასაც კი. მწვრთნელი ფასდება შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევით. ის კი მაქსიმუმს ზემოდან უყურებს.
დღევანდელი შედეგი, დღევანდელი დღის მაქსიმუმი იყო.
ჩვენი ყველა მიზანი მიიღწევა იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვყავდეს ტოპ ლიგებში.
საფრანგეთს სასტარტოში ჰყავდა ტოპ ლიგის 11 ფეხბურთელი. ლიგა-1-დან 5 და კიდევ უფრო ძლიერი პრემიერლიგის, ბუნდესლიგისა და ლა ლიგის 6 მოთამაშე და ჩვენ...
ჩვენ საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, ლატვიის ლიგის ფეხბურთელები. ძლიერი ბიჭები სუსტი ლიგებიდან".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ