ილდიზმა და გიულერმა "დახატეს" - თურქეთი საქართველოსთან მატჩს მაგარ ფორმაში ხვდება ილდიზმა და გიულერმა "დახატეს" - თურქეთი საქართველოსთან მატჩს მაგარ ფორმაში ხვდება » Footballnews ილდიზმა და გიულერმა "დახატეს" - თურქეთი საქართველოსთან მატჩს მაგარ ფორმაში ხვდება
გათიშვა

ილდიზმა და გიულერმა "დახატეს" - თურქეთი საქართველოსთან მატჩს მაგარ ფორმაში ხვდება

ილდიზმა და გიულერმა "დახატეს" - თურქეთი საქართველოსთან მატჩს მაგარ ფორმაში ხვდება
5 საათის და 37 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე თურქეთს უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდი ამ მატჩს არასახარბიელოდ ხვდება, რადგან ლიდერებს ახალ კლუბებში ნაკლები სათამაშო აქვთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ვერ გვეხმარება და ა.შ.

თუმცა საქართველოს ნაკრებს რომ ყველასთან შეუძლია მოგება, ეს უკვე დამტკიცდა.

მეტოქეის ბანაკში კი მათთვი კარგი ამბებია.

მთავარი ლიდერები, კენან ილდიზი და არდა გიულერი მატჩს კარგ ფორმაში ხვდებიან.

იუვენტუსის შემტევმა, სერია ა-ს პირველ ტურში 2 საგოლე პასი მიითვალა და ბრწყინვალედ ითამაშა. მისი თამაში 8,9 ქულით შეფასდა.

რაც შეეხება გიულერს, ის მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.

ლა ლიგის 2 შეხვედრიდან არდამ ორივე სასტარტოდან დაიწყო.

პირველ ტურში ოსასუნასთან 90 წუთი ითამაშა და 7,4 ქულა დაიმსახურა.

მეორე ტურში კი რეალ ოვიედოს წინააღმდეგ მან 74 წუთი მიიღო, საგოლე პასიც შეასრულა და 8,5 ქულა დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ბუქმეიქერები ფავორიტად თურქებს მიიჩნევენ.

ეს ყველაფერი ბევრს არაფერს ნიშნავს., ჩვენი გუნდი ყველგან და ყველასთან საბრძოლველად მზადაა.

FACEBOOK კომენტარები