"თურქები კარგ ფორმაში არიან" - ვილი სანიოლის პრეკონფერენცია შეკრების წინ "თურქები კარგ ფორმაში არიან" - ვილი სანიოლის პრეკონფერენცია შეკრების წინ » Footballnews "თურქები კარგ ფორმაში არიან" - ვილი სანიოლის პრეკონფერენცია შეკრების წინ
გათიშვა

"თურქები კარგ ფორმაში არიან" - ვილი სანიოლის პრეკონფერენცია შეკრების წინ

"თურქები კარგ ფორმაში არიან" - ვილი სანიოლის პრეკონფერენცია შეკრების წინ
3 დღის და 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრები თურქეთსა და ბულგარეთს უმაპინძლებს.

შეკრების დაწყების წინ, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

გთავაზობთ ფრანგი სპეციალისტის სრულ კომენტარს:

"4 მცველით თამაში? აქამდევ მითქვამს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება მოედანზე, ტაქტიკა მეორეხარისხოვანია. არაა გამორიცხული, რომ 4 მცველით ვითამაშოთ, ან ისევ ისე, როგორც წინა წელს ევრო 2024-ზე, ჩვენ თურქეთთანაც და ბულგარეთთანაც ვეცდებით, რომ კარგი პერფორმანსი შემოგთავაზოთ. ჩვენ კვლავ განვითარების პროცეში ვართ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. ვიცით, რომ ძალიან რთულ ჯგუფშ ვართ. ჩვენ კვალიფიკაციის დიდი შანსი არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ვიზავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ.

21-წლამდელების ნაკრები და დებიუტანტები? სამწვრთნელო შტაბი მუდამ ახალგზარდების გამოძახებზე ვფიქრობთ. ლომინაძის გამოძახებაზე დიდი ხანია ვფიქრობთ. მას რამდენიმე თვეა უკვე ვაკვირდებით. რაც შეეხება აბუაშვილს, ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილება აქვს. ის ადრე პორტოში წავიდა,არ გაუმართლა, ახლა კი მეცში მეორე შანსი მიიღ და უკვე თამაშიც დაიწყო. იყო ფეხბურთეების გარკვეული ჯგუფი, აბუაშვილი, კვერნაძე და სხვები, რომლებიც გამოძახებასთან ახლოს იყვნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლაგარზდებმა იცოდნენ, თუ ისინი იშრომებენ ისინი წამრატებასაც მიაღწევენ. აბუაშვილზე ვთქვით, რომ მოცდა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ მე ვთქვი, რომ ახლა იყო მისი დრო და უნდა გამოგვეძახებინა.

როგორია ზურიკო დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

ჩაკვეტაძის არ ყოფნა? გიორგი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ეს სიტუაციაა, რომელსაც ვერ შევცვლით. ის მაშნვე დაბრუნდება, როცა შეძლებს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, როდის იქნება მზად.

რაც შეეხება ლაშა დვალის არ გამოძახებას, ის ახლახანს გადავიდა ახალ კლუბში და ჯერ ფორმაში შესვლა სჭირდება. ის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, იმედი მაქვს მაღალ დონეზე დაბრუნდება.

მამარდაშვილისთვისა და გუგეშაშვილისთვის ახლა სათამაშო დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ცუდია, რომ ისინი ამჟამად სათდარიგო მეკარეები არიან, ეს თუ დიდხანს გაგრძელდა ბედნიერი აღარ ვიქნები. კლუბების შეცვლა მათი გადაწყვეტილება იყო და პატივი უნდა ვცეთ. რამდენიმე თვე სკამზე ჯდომა პრობლემა არ არის, თუმცა თუ ეს დიდხანს გაგრძელდა ეს უკვე დიდი პრობლემა იქნება.

ამჟამად თურქი ფეხბურთელები უკეთეს ფორმაში არიან, მათ სეზონი დიდი ხანია დაიწყეს. ჩვენებმა კლუბებში კარგი პრე-სეზონი გაიარეს. თურქეთის ნაკრებოს მოთამაშეებს სათამაშო დრო ჩვენებზე მეტი აქვთ, თუმცა სეზონი მაინც ახალი დაწყებულია და ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება".

FACEBOOK კომენტარები