როგორც მოგეხსენებათ, 7 სექტემბრეს, საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ბულგარეთს უმასპინძლებს.
მატჩის წინა დღეს გუნდებმა პრესკონფერენციები გამართეს.
გთავაზობთ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწრვთნელის, ილიან ილიევის კომენტარს:
"ჩვენ ესპანეთთან ბევრი ვირბნიეთ. საბედნიეროდ გუნდში არანაირი ახალი ტრავმა არ არის.
რა თქმა უნდა, თამაშის წაგება ყოველთვის მძიმეა. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან აგებ. ვიცით, რომ საქართველომაც წააგო, ამიტომაც ხვალ ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოგება.
იქნება თუ არა ეს მატჩი გადამწყვეტი ჩვენთვის? რა თქმა უნდა ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ამის გარდა კიდევ 4 მატჩია სათმაშო. არ მსურს, რომ ჩემს გუნდს წნეხში მოუწიოს თამაში. რა თქმა უნდა გამარჯვება ყოველთვის მნიშნელოვანია.
იქნება თუ არა ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაში? ვნახოთ როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. ხვალ მატჩი ადრეა და მოსაფიქრებლად დიდი დრო არ გვაქვს. ვფიქრობ, რომ ცვლილებები იქნება.
მას შემდეგ რაც საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფები გაირკვა, ვთქვი, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი გუნდია. მათ კარგი გუნდი და მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. მათ თამაშს თურქეთთან ვუყურეთ და ვფიქრობ, მათ მოგება შეეძლოთ.
სანიოლის დისკვალიფიკაცია? ის აქ დიდი ხანია რაც არის. ფეხბურთელებმა იციან, თუ რას ითხოვს ვილი მათგან. არ ვფიქრობ, რომ სანიოლის ყოფნა ტრიბუნაზე ყოფნა გუნდს დიდად დაეტყობა".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ