"ესპანეთში 8 წელი გავატრე და დიდი ემოციური კავშირი მაქვს" - გიორგი ქოჩორაშვილი "ესპანეთში 8 წელი გავატრე და დიდი ემოციური კავშირი მაქვს" - გიორგი ქოჩორაშვილი » Footballnews "ესპანეთში 8 წელი გავატრე და დიდი ემოციური კავშირი მაქვს" - გიორგი ქოჩორაშვილი
გათიშვა

"ესპანეთში 8 წელი გავატრე და დიდი ემოციური კავშირი მაქვს" - გიორგი ქოჩორაშვილი

"ესპანეთში 8 წელი გავატრე და დიდი ემოციური კავშირი მაქვს" - გიორგი ქოჩორაშვილი
3 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე

მოგეხენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ, ელჩეში გამართავს.

მატჩამდე 2 დღით ადრე ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ნაკრებში ასეთ დიდ დროს ატარებ შენს მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ესპანეთში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანასთან, სადაც 8 წელი გავატარე, დიდი ემოციური კავშირი მაქვს. 

ესპანეთთან უკვე რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩატარებული. ვიცით, რა სირთულის და მნიშვნელობის შეხვედრა გველის. პირველი დღიდან ყველა მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს კვლავ კარგი თამაში შევთავაზოთ". 

FACEBOOK კომენტარები