Goal: „საქართველოს ნაკრებში ვერავინ უახლოვდება კვარაცხელიას კლასს“ Goal: „საქართველოს ნაკრებში ვერავინ უახლოვდება კვარაცხელიას კლასს“ » Footballnews Goal: „საქართველოს ნაკრებში ვერავინ უახლოვდება კვარაცხელიას კლასს“
გათიშვა

Goal: „საქართველოს ნაკრებში ვერავინ უახლოვდება კვარაცხელიას კლასს“

Goal: „საქართველოს ნაკრებში ვერავინ უახლოვდება კვარაცხელიას კლასს“
3 საათის და 44 წუთის წინ
გიორგი არახამია

სპორტული გამოცემა Goal.com ასახელებს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ.

ვიქტორ ოსიმენი, დომინიკ სობოსლაი, დუშან ვლაჰოვიჩი, ალექსის სანჩესი, კეილორ ნავასი და სხვებთან ერთად ამ ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელიაც აღმოჩნდა.

გამოცემა დეტალურად მიმოიხილავს საქართველოს ნაკრების გამოსვლას შესარჩევ ეტაპზე და ასეთ შეფასებას აკეთებს:

Goal-ის თქმით, საქართველო ევრო 2024-ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი იყო, ხოლო ხვიჩა – ამ გუნდის მთავარი ძალა, რომელმაც ნაკრები მერვედფინალამდე მიივანა. 

პსჟ-ს“ ვინგერის ენერგია, სისწრაფე და შეუჩერებელი მოძრაობა ევროპის ჩემპიონატზე ნათლად გამოიკვეთა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი შემტევი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.

პრობლემა გამოსარჩევშიც შეიქმნა:

კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ბულგარეთთან სადაც ქართველებმა 3:0 იმარჯვეს, თუმცა საქართველოს ნაკრები დარჩენილი ხუთივე მატჩში დამარცხდა და ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ესპანეთსა და თურქეთს შემდეგ.

Goal წერს, რომ ვილი სანიოლს სრულიად ახალი მიდგომა დასჭირდება, რათა გუნდი მენტალურად და თამაშით კვლავ დალაგდეს.

გამოცემის შეფასებით, დღეს ნაკრებში არც ერთი მოთამაშეა ისეთი, ვინც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება.

FACEBOOK კომენტარები