"სექტემბერში ძლიერი საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ" - სანიოლის პრესკონფერენცია "სექტემბერში ძლიერი საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ" - სანიოლის პრესკონფერენცია » Footballnews "სექტემბერში ძლიერი საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ" - სანიოლის პრესკონფერენცია
გათიშვა

"სექტემბერში ძლიერი საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ" - სანიოლის პრესკონფერენცია

"სექტემბერში ძლიერი საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ" - სანიოლის პრესკონფერენცია
2 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, მარტის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვას წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინა დღეს ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან გვაკლია. მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. როდესაც ის ჩვენთან ერთად არის, ბევრ სასარგებლო რამეს აკეთებს. მისი ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვნახოთ რა სიტუაცია იქნება ვარჯიშის შემდეგ.

წინა მატჩში განსხვავებული შემადგენლობა ვნახეთ. ხვალ მეორე თამაში გვაქვს და ჯანმრთელი ფეხბურთელები გვჭირდება. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.

როდესაც გუნდს ვაშენებდი, ბევრი პასუხისმგებლობა ავიღე. წარსულში ზურიკო დავითაშვილი ნაკრებში შესანიშნავად თამაშობდა. მისი სათამაშო დრო ცოტა შემცირებულია. საჭიროა მეტი კონკურენცია. ხვალ დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. მესმის, რომ ის ნაკლები სათამაშო დროით იმედგაცრუებულია. რა თქმა უნდა, ის მეტს იმსახურებს. ბევრი არჩევანი მაქვს და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კარგი გამოცდილება მივიღეთ და 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავედით. წინა შესარჩევი ციკლი ამ სქემით ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აღარ გვყავს. ისრაელთან 3-მცველიან სისტემას დავუბრუნდით და დაცვამ საინტერესოდ ითამაშა. გვინდა ჩვენს გაწერილ გეგმებს მივყვეთ. სექტემბერში ძლიერი საქართველოს ნაკრები უნდა ვიხილოთ და ამისთვის ძლიერი დაცვის ხაზია საჭირო", - თქვა ვილიმ.

FACEBOOK კომენტარები