როგორც მოგეხსენებათ, მარტის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვას წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინა დღეს ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენცია გიორგი მამარდაშვილმა გამართა:
"ფეხბურთელებმა წინა მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და ყველაფრის გამოსწორებას ერთობლივად ვცდილობთ. გვინდა გუნდურად ვითამაშოთ. ეს ამხანაგური მატჩებიც სწორედ ამისთვის არის. ტაქტიკურად და მენტალურად უნდა დავიხვეწოთ. ახლა შედარებით ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიდრე ადრე. რამდენიმე ფეხბურთელმა ნაკრები დატოვა. უფრო მეტი შეთამაშება გვჭირდება და ამ თამაშებს სექტემბერში ოპტიმალური ფორმის დასაბრუნებლად გამოვიყენებთ.
როგორც ვთქვი, ჩვენ ერთობლივად ბევრს ვმუშაობთ. ცუდი დინამიკის შეცვლა გვინდა. თამაშები უნდა მოვიგოთ. ყველამ ვიცით, როგორი ფეხბურთელია კვარა. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მას წარმატებას ვუსურვებ. პსჟ-სთან რთულ თამაშს ველოდები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხვიჩას დიდ წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა მამარდამ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ