ცნობილია - როგორი ხელფასი ჰქონდა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში ცნობილია - როგორი ხელფასი ჰქონდა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში » Footballnews ცნობილია - როგორი ხელფასი ჰქონდა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში
გათიშვა

ცნობილია - როგორი ხელფასი ჰქონდა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში

ცნობილია - როგორი ხელფასი ჰქონდა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში
4 საათის და 4 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორია დაწერა და ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე მოახვედრა, რაც უდიდესი მიღწევაა.

როგორც კახა კალაძე ამბობს, სანიოლისთვის პრიორიტეტი შემოსავალი და ხელფასი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, შესაძლოა, რომ სანიოლის ხელფასზე გაგვეცინოს კიდეც.

წარსულში წარმატებული ფეხბურთელი და ამ ეტაპზე დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ვილი სანიოლს საქართველოში თვიურად 20 ათასს უხდიან.

კახა კალაძე იმასაც ამბობს, რომ იყო შანსი, ასეთ ხელფასზე არცერთ ქართველ სპეციალისტს არ ემუშავა, სანიოლისთვის კი ეს ყველაფერი პრობლემა არასდროს ყოფილა.

ფრანგი სპეციალისტისა და საქართველოს ნაკრების გზები გაიყო, თუმცა ჩვენ ჩვენის მხრივ ვილის ყველაფრისთვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.

გირჩევთ