იტალილემა ჟურნალისტმა, მიმო მალფიტანომ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, ის რუდი გარსიას "ნაპოლიდან" გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.
"ბუნებრივია, გარსიამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ იგი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ეს გააკეთა.
"არიან ფეხბურთელები, რომლებიც წარსულთან შედარებით, გუნდს თავიანთი შესაძლებლობების ნახევარს და მეოთხედსაც არ აძლევდნენ.
"საუბარი მაქვს ჯოვანი დი ლორენცოზე, ზამბო ანგისაზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე, რომლებიც ძველებურად ვერ გამოიყურებიან", - თქვა ჟურნალისტმა.