2024 წელი ქართული ფეხბურთისთვის მართლაც რომ გამორჩეული იყო.
ამ წელს ფაქტიურად ყველაფერი პირველად მოხდა.
თვალი გადავავლოთ გასულ წელს და გავიხსენოთ 5 გამორჩეული მომენტი:
1. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირება - 2024 წლის 26 მარტი უბრალოდ მოვლენა იყო. ენითაღუწერელი ემოციები "დინამო არენაზე" და მთლიან საქართველოში. ამ მოვლენას ერი გააერთიანა.
2. საქართველოს ნაკრების მიერ ევრო 2024-ის 1/8-ფინალში გასვლა - 2024 წლის 26 ივნისს ევროპის ჩემპიომატის მესამე მატჩში საქართველომ პირველი გამარჯვება მოიპოვა. დავამარვცხეთ ვარსკვლავური პორტუგალიის ნაკრები და დებიუტანტი ნაკრები 1/8-ფინალში გავედით. ეს იყო მომენტი, როცა საფეხბურთო ნაკრებმა ერი კიდევ ერთხელ გააბედნიერა. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურნირიდან ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა გამოგვთიშა. 39 წუთი კი მათ ვუგებდით...
3. გიორგი მიქაუტაძის ბომბარდირობა ევრო 2024-ზე - გამორჩეული ევროპის ჩემპიონი არამარტო ნაკრებს, არამედ პირადად ჟორჟსაც ჰქონდა. ქართველმა 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა, ეს ხომ მისი საყვარელი საქმიანობაა. მან კუთვნილი ჯილდოც ჩაიბარა და მის სახლში განსაკუთრებული ადგილიც უკავია.
4. ჩეხეთის განადგურება მიხეილ მესხის სტადიონზე - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველას გვაინტერესებდა, თუ როგორ ფორმაში იქნებოდა ნაკრები. მათ სახლში უხერხული მეტოქე ელოდათ, ჩეხეთი, რომელმაც ევრო 2024-ზე ძალიან გვაჯობა და 1 ქულა ზღაპარში მოვიპოვეთ. თუმცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მკვეთრად განსხვავებული სურათი ვიხილეთ. 4:1 განადგურებული ჩეხები, ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე ძალიან დაჯაბნეს. ეს ალბათ ნაკრების ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი იყო.
5. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - ერთიანობა, რომელიც ფეხბურთმა ერში გააჩინა. ამ წარმატებებმა ახალი საქართველო დაბადა და ხალხში სიყვარული გააჩინა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
