რატომ თქვა უარი ქუთაისის ტორპედომ ლუიშ ნანის ტრანსფერზე - დავით კერესელიძის განმარტება რატომ თქვა უარი ქუთაისის ტორპედომ ლუიშ ნანის ტრანსფერზე - დავით კერესელიძის განმარტება » Footballnews რატომ თქვა უარი ქუთაისის ტორპედომ ლუიშ ნანის ტრანსფერზე - დავით კერესელიძის განმარტება
გათიშვა

რატომ თქვა უარი ქუთაისის ტორპედომ ლუიშ ნანის ტრანსფერზე - დავით კერესელიძის განმარტება

რატომ თქვა უარი ქუთაისის ტორპედომ ლუიშ ნანის ტრანსფერზე - დავით კერესელიძის განმარტება
2 საათის და 47 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა, დავით კერესელიძე იუთიუბ გადაცემა "ყვითელი ბარათის" სტუმარი იყო.

მან ლუიშ ნანის შესაძლოს ტრანსფერზე ისაუბრა, რომელზეც უარი კლუბმა თქვა:

"საუბრები ჟოაო ფელიქსის "ტორპედოში" შესაძლო ტრანსფერზე სიმართლე არ ყოფილა. ვესაუბრე ერთ-ერთ აგენტს, რომელმაც ხუმრობით მითხრა, რომ "ფელიქსი 40 მილიონი ღირს და მის ტრანსფერზე ხომ არ დავიწყებთ მუშაობასო?". იმავე პოზიციაზე სხვა იყო, თანაც იმავე ქვეყნიდან რეალობა. ლუიშ ნანი ჩამოსვლაზე თანახმა იყო, მაგრამ ვინგერი 36 წლის ასაკში უფრო ნაკლებად რეალისტურია, რომ გამოადგებოდა "ტორპედოს", მარკეტინგის მიღმა, ამიტომ ის ტრანსფერი ჩვენ აღარ განვავითარეთ. სხვა ევროპული ნაკრებების ყოფილ ვარსკვლავებზეც იყო საუბარი, მაგრამ ამ ხაზს არ ვაგრძელებთ, რადგან, ჩემი აზრით, ეს მომენტი რომ "ტორპედოს" ცნობადობისთვის რაღაც ბიძგი მიგვეცა, ჩვენ ვქენით...

რეალურად, დღეს ამის საჭიროება აღარ დგას. რომ არა თავის დროზე მამადუ სახოს ტრანსფერი, შეიძლება ცნობილი ფეხბურთელის ჩამოყვანაზე გვეფიქრა. მაგრამ როცა დირკ შუსტერია (ტორპედოს მწვრთნელი) ასეთი ფაქტორი, აღარ მჭირდება", - განაცხადა კერესელიძემ.

FACEBOOK კომენტარები