"კარიერის ბოლო 2 წელი საქართველოში გავატარე, თუმცა კარიერა ამიტომ დავასრულე..." - მამადუ სახომ მიზეზი დაასახელა "კარიერის ბოლო 2 წელი საქართველოში გავატარე, თუმცა კარიერა ამიტომ დავასრულე..." - მამადუ სახომ მიზეზი დაასახელა » Footballnews "კარიერის ბოლო 2 წელი საქართველოში გავატარე, თუმცა კარიერა ამიტომ დავასრულე..." - მამადუ სახომ მიზეზი დაასახელა
გათიშვა

"კარიერის ბოლო 2 წელი საქართველოში გავატარე, თუმცა კარიერა ამიტომ დავასრულე..." - მამადუ სახომ მიზეზი დაასახელა

"კარიერის ბოლო 2 წელი საქართველოში გავატარე, თუმცა კარიერა ამიტომ დავასრულე..." - მამადუ სახომ მიზეზი დაასახელა
2 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

რამდენიმე დღის წინ 35 წლის მამადუ სახომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ყოფილმა მცველმა კარიერის ბოლო 2 სეზონი ქუთაისის ტორპედოში გაატარა.

სახომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების მიზეზებზე ისაუბრა:

"კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა პსჟ დავტოვე და ლივერპულში გადავედი. ამ გადაწყვეტილებას ახლაც არ ვნანობ. პირიქით, ახლანდელი გადმოსახედიდან, ყველაფერი სწორად გავაკეთე.

ჩემი კარიერის ბოლო 2 წელი საქართველოში გავატარე, თუმცა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადავწყვიტე, რადგან ჩემი ბიზნესები უფრო და უფრო ფართოვდებოდა.

ვფიქრობ, მინდორზე ყველაფერი ამოვწურე და მშვიდად დავკიდე ბუცები კედელზე", - განაცხადა სახომ.

FACEBOOK კომენტარები