"ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ საკმარისზე მეტი მოვითმინეთ!" - "ჯუნგლები" კლუბს აუჯანყდა "ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ საკმარისზე მეტი მოვითმინეთ!" - "ჯუნგლები" კლუბს აუჯანყდა » Footballnews "ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ საკმარისზე მეტი მოვითმინეთ!" - "ჯუნგლები" კლუბს აუჯანყდა
გათიშვა

"ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ საკმარისზე მეტი მოვითმინეთ!" - "ჯუნგლები" კლუბს აუჯანყდა

"ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ საკმარისზე მეტი მოვითმინეთ!" - "ჯუნგლები" კლუბს აუჯანყდა
2 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ეროვნული ლიგის პირველ ტურში ქუთაისის ტორპედო დებიუტანტ სპაერთან სახლში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამ შედეგმა კლუბის ოფიციალური ფან-კლუბი "ჯუნგლები" გააბრაზა.

"newvisonUmiversity მე-5 წელი დაიწყო თქვენი მოსვლიდან და ყველა თქვენი დაპირება ტყუილი აღმოჩნდა, თქვენ ამ უზარმაზარი დროის მანძილზე არავინ გთხოვდათ "ტორპედოს" ევრო ტურნირების ჯგუფში შეყვანას, ჩვენ გვინდოდა მოგეგოთ ჩემპიონატი რომელიც ევროპის 55_ლიგიდან 53-ე ადგილზეა თუმცა ამ დროის მანძილზე მის მოგებასთან ახლოსაც არ ყოფილხართ.

ფეხებზე გვკიდია თუ რა პირობები და ხელფასები ექნებათ თქვენს მოყვანილ ფეხბურთელებს და სტაფის წევრებს მაშინ როცა ჩვენი სურვილები დაკმაყოფილებული არ იქნება.

 არაფერს ნიშნავს ჩვენთვის ეგ თქვენი გახსნილი ფანშოპი და გარემონტებული ბაზა თუ მთელი 5_წლის მანძილზე ამ უდაბლესი დონის ჩემმპიონატის მოგებასთან ახლოსაც არ იქნებით..

ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ საკმარისზე მეტი მოვითმინეთ, გუნდის და ქალაქის ღირსებას თავზე გადავახტით იმ იმედით რო რაღაც წინსვლა გექნებოდათ თუმცა არანაირი არაფერი!!! 

10-მარტამდე დრო გაქვთ ან გააძლიერეთ ეს გუნდი და აბრძოლეთ იმ მიზნებისთვის რაც გვინდა ან არადა წადით!!!  წადით იმიტოორო ის უხელფასო მშიერი და უპირობო ტორპედო უფრო სისხლით თამაშობდა ვიდრე თქვენი უაზროდ  თამასა აწეული სუპერ ვარსკვლავები!!!

და არავის ეგონოს რო მხოლოდ ხელმძღვანელობას მოეთხოვება, ყველას მოეთხოვება დაწყებული ფეხბურთელებით, სტაფის წევრებით, და დამთავრებული ნებისმიერი კლუბის წარმომადგენლით.

"ტორპედო" ფულის" საჭრელი მანქანა არაა და მალე გაიგებთ ამას ყველა!!!", - წერს "ჯუნგლების" ოფიცილური გვერდი.

FACEBOOK კომენტარები