09-07-2023
მორიგი აღიარება! - საბა საზონოვი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა.
გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ევროპა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი შემოგვთავაზა, სადაც სწორედ საბა საზონოვიც მოხვდა.
ახალგაზრდა ქართველმა მოთამაშემ 7.55 შეფასება დაიმსახურა, რაც გუნდში მე-3 საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ცნობისთვის, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთს სძლია.
ტეგები:
Facebook კომენტარები