• 12-07-2023
    ჭკვიანური გეგმა! - როგორ აპირებს “ნაპოლი” კვარაცხელიას შენარჩუნებას
    ჭკვიანური გეგმა! - როგორ აპირებს “ნაპოლი” კვარაცხელიას შენარჩუნებას

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნალოლის” 22 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა.

    ცხადია, “პარტენოპეის” ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნება ძალიან სურს.

    აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩას შესანარჩუნებლად გეგმა შეიმუშავა. ცნობილი კინოპროდიუსერი გეგმავს, რომ კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, სადაც გამოსასყიდი თანხა არ ეწერება.

    ამით, ის შეძლებს კვარაცხელია მინიმუმ 1 სეზონით შეინარჩუნოს.

    ცნობისთვის, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები