• 12-07-2023
    მორიგი ქართველი სერია ა-ში? - იტალიურ გუნდს საზონოვის შეძენა უნდა
    მორიგი ქართველი სერია ა-ში? - იტალიურ გუნდს საზონოვის შეძენა უნდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

    ახალგაზრდა ფეხბურთელი მთელი ტურნირის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა და Sofascore-ს ვერსიით შეჯიბრების სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

    გავლენიანი იტალიური სააგენტო tuttomeecatoweb-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სასუოლოს” ლოჩოშვილის შეძენა სურს.

    იტალიურ გუნდი ქართველი მოთამაშის შეძენით აქტიურად ინტერესდება.

    საგულისხმოა, რომ საზონოვის შეძენა “უდინეზესაც” სურს, თუმცა ეს ვარიანტი ქართველი მოთამაშისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია.

    ცნობისთვის, “სასუოლო” გასულ სეზონში სერია ა-ში მე-13 ადგილზე გავიდა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის ფეხბურთელს მოსკოვის “დინამოსთან” კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები