• 13-07-2023
    შანსი დესტს! - რა შემთხვევაში დარჩება ამერიკელი ფეხბურთელი “ბარსელონაში”
    შანსი დესტს! - რა შემთხვევაში დარჩება ამერიკელი ფეხბურთელი “ბარსელონაში”

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 22 წლის ამერიკელი მცველი, სერჟინიო დესტი “მილანიდან” დაუბრუნდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” პრიორიტეტი ახალგაზრდა მოთამაშის გაყიდვა გახლავთ.

    საქმე იმაშია, რომ ამერიკელ ფეხბურთელს ამ მომენტისათვის სერიოზული მსურველი არ ყავს.

    სწორედ ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ “ბარსელონას” მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძალიან უჭირს დესტი საბოლოო შანსს მიიღებს და პრე-სეზონზე “ბარსელონასთან” ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.

    ცნობისთვის, დესტმა გასულ სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები