• 27-04-2022
    BREAKING:  პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა
    BREAKING: პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა

    ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა  აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას მის კლუბში ტრანსფერი დაადასტურა.


    "მოახლოებულ  სატრანსფერო ფანჯრაზე ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი პირველი შენაძენი იქნება", - უთქვამს "ნაპოლის" პირცელ პირს კლუბის რადიოში სტმრობისას.


    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, იტალიურ კლუბს ქართველი ფეხბურთელის შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.


    რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმებით, ხელშეკრულება 5 წელზე იქნება გათვლილი. ხვიჩას ანაზღაურება კი წელიწადში 1.5 მილიონი ევროს შეადგენს.




    Facebook კომენტარები