16-06-2022

ოფიციალურად: თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისი" დატოვა

ავტორი
54 წლის ქართველმა სპეციალისტმა, თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას "ანორთოსისი" დატოვა. ინფორმაციას კვიპროსული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თემომ "ანორთოსის" მთავარი მწვრთნელის რანგში 119 შეხვედრაში მონაწილეობა მოუწია. ქართველმა მწვრთნელმა თავის ყოფილ გუნდს კვიპროსის თასიც მოაგებინა.
ქეცბაია "ანორთსოსის" მადლობას უხდის იმ შესაძლებლობისთვის, რაც მისცა.
თავისმხრივ კვიპროსული გუნდი ქართველ სპეციალისტს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
Κοινή ανακοίνωση Ανόρθωσις Αμμοχώστου και Τιμούρ Κετσπάγια #anorthosisfc | https://t.co/w1e77wbNVQ pic.twitter.com/vEKakgASp2
— Anorthosis Famagusta FC (@anorthosisfc) June 15, 2022
ტეგები:
Facebook კომენტარები