• 25-08-2023
    "იუნაიტედმა" ენტონი მარსიალის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
    "იუნაიტედმა" ენტონი მარსიალის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
    Author of the article
    Aa

    სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არც თუ ისე დიდი დრო დარჩა, ენტონი მარსიალი კი ისევ "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხება.

    აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს ფრანგი ფორვარდის გაშვება სურდა, მაგრამ "იუნაიტედის" პოზიცია შეიცვალა.

    ფაბრისიო რომანოს თქმით, "მანჩესტერი" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის მარსიალს, თუ დიდ შეთავაზებას მიიღებს.

    სხვა მხრივ, ერიკ ტენ ჰაგს ენტონი ძალიან მოსწონს და მისი გუნდში დარჩენის მოწინააღმდეგე სულაც არ არის.

    როგორც ირკვევა, "იუნაიტედს" მარსიალის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია და სავარაუდოდ, ის გუნდში დარჩება.

    Facebook კომენტარები