• 28-08-2023
    ლანგლე "სევილიაში" დაბრუნებას უახლოვდება
    ლანგლე "სევილიაში" დაბრუნებას უახლოვდება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" და "სევილია" კლემან ლანგლეს იჯარის თაობაზე მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებენ, - იუწყება Mundo Deportivo.

    წყაროს თანახმად, "სანჩეს პისხუანზე" გადაბარგებაზე თავად ფრანგი უკანახაზელიც თანახმაა.

    ერთადერთი, რაც ახლა კლუბებმა უნდა განიხილონ, ლენგლეს ხელფასის გადანაწილებაა. კლემანისთვის გადასახდელ 16 მილიონს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" და "დალაქები" გაიყოფენ, თუმცა რა პროპორციით, ჯერ უცნობია.

    შეგახსენებთ, რომ ლენგლე "ბარსამ" სწორედ "სევილიადან", 2018 წელს შეიძინა.

    28 წლის ცენტრალუური მცველი ლა ლიგაში კლუბმა რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.

    Facebook კომენტარები