• 18-09-2023
    ვან-ბისაკა "მანჩესტერ იუნაიტედს" რამდენიმე კვირით გამოაკლდა
    ვან-ბისაკა "მანჩესტერ იუნაიტედს" რამდენიმე კვირით გამოაკლდა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" კიდევ ერთი დარტყმა მიიღო - "წითელ ეშმაკებს" აარონ ვან-ბისაკა რამდენიმე კვირით გამოაკლდა.

    ინგლისელ მარჯვენა მცველს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ემიუს" ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან ჰქონდა დაწყებული, სანამ "ბრაიტონთან" თამაშში სათადარიგოთა სკამიდან მოუხდებოდა ჩართვა.

    "თოლიებთან" წაგებულ (1:3) მატჩში "ობობას" სკამზე ყოფნის მიზეზად ის დასახელდა, რომ იგი თავს კარგად ვერ გრძნობდა. ახლა მისი ტრავმის შესახებ შევიტყვეთ.

    ვან-ბისაკა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთში მე-6 ფეხბურთელია. გუნდს მეისონ მაუნტი, სოფიან ამრაბატი, ლუკ შოუ, ტაირელ მალასია და რაფა ვარანიც აკლია.

    შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგის კოლექტივს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ელოდება. რაც შეეხება შიდა ასპარეზს, ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ემიუ" მე-13 ადგილზეა.

    Facebook კომენტარები