• 04-10-2023
    "მესამე გოლის დროს კუთხური არ უნდა დანიშნულიყო" - რუდი გარსიამ თავისი ბიჭები "რეალთან" მარცხის შემდეგშეაქო
    "მესამე გოლის დროს კუთხური არ უნდა დანიშნულიყო" - რუდი გარსიამ თავისი ბიჭები "რეალთან" მარცხის შემდეგშეაქო

    "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელმა, რუდი გარსიამ მადრიდის "რეალთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

    „მეორე ნახევარში გუნდის რეაქცია ძალიან მომეწონა. შესვენებაზე თამაშში კორექტივები შევიტანეთ და მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. გულშემატკივრებმა უდიდესი ბიძგი მოგვცეს და მეტოქე წნეხში მოაქციეს"

    "სამწუხაროა, რომ წავაგეთ და მესამე გოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა. ბურთი გავუშვით კუთხურიდან, რომელიც ალბათ, არ უნდა დანიშნულიყო, რადგან რუდიგერმა ოლივერაზე წესები დაარღვია და ჯარიმა იყო"

    "ანჩელოტი პენალტის მომენტზე ლაპარაკობს, ჩვენ კი ყურადღებას რეალის კუთხურზე ვამახვილებთ. ასე რომ, რაღაც მხრივ, ყველაფერი თანაბრადაა. სამწუხაროა, წონასწორობა რომ ვერ აღვადგინეთ, რადგან ბიჭები მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ“, - განაცხადა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები