05-10-2023

ლევანდოვსკი 3 მატჩს გამოტოვებს

ავტორი
"პორტუსა" და "ბარსელონას" შორის გუშინ გამართულ მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო. პოლონელმა თავდამსხმელმა მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა.
ესპანელი ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, 35 წლის ცენტრფორვარდი "ბლაუგრანას" მომდევნო 3 შეხვედრას გამოაკლდება.
რობერტი შემდეგი გუნდების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს:
"გრანადა"
"ატლეტიკი"
"შახტარი"
"ბარსაში" ახლა იმაზე უნდა იმუშაონ, რომ ლევანდოვსკიმ 28 ოქტომბერს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" მოასწროს გამომჯობინება. იქამდე კი სასტარტო შემადგენლობაში მას ფერან ტორესი ჩაანაცვლებს.
მიმდინარე სეზონში ნათამაშებ 10 მატჩში რობერტმა თავი 6 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები