• 10-10-2023
    ერთი სეზონის მოთამაშე? - კვარასთან დაკავშირებით ყოფილი ტვიტერი "აფეთქდა"
    ერთი სეზონის მოთამაშე? - კვარასთან დაკავშირებით ყოფილი ტვიტერი "აფეთქდა"
    Author of the article
    Aa

    2023/2024 წლების საფეხბურთო სეზონი "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიასთვის მძიმედ იწყება. ქართველი შემტევი კვლავ რჩება "პარტენოპეის" წამყვან ფეხბურთელად, თუმცა ის ბრწყინვალება, რომლითაც 22 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო სამყაროს გასულ სეზონში დაამახსოვრა თავი, ნაკლებად თუ შეიმჩნევა.

    აქედან გამომდინარე, უცხოელ ქომაგებს უკვე დაებადათ ეჭვები იმის თაობაზე, საქმე მორიგ ერთსეზონიან გაბრწყინებასთან ხომ არ აქვთ. ცხადია, ჩვენ შესანიშნავად მოგვეხსენება, რომ ასე არ გახლავთ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებების კითხვა მაინც ძალიან საინტერესოა.

    გთავაზობთ "ტვიტერიდან" აღებულ რამდენიმე მოსაზრებას:

    "ის ძალიან კარგია. დაელოდეთ და ისიამოვნეთ!"

    "არა ერთ, არამედ ნახევარსეზონიანი საოცრება."

    "ის ზედმეტად ნიჭიერია, რომ ერთსეზონიანი საოცრება ეწოდოს, მაგრამ არც იმ დონეზეა, როგორზეც ბევრს ეგონა 10-12 თვის წინ. მაინც ვფიქრობ, რომ მსოფლიოს 5-8 საუკეთესო გარემარბში შედის."

    "ეს მისი ტყუპი ძმა, კევინია."

    "ამას ადრევე ვიძახდი. 2024 წელს ალბათ რომელიმე ტოპ გუნდში გადავა, "რეალში" ან "პსჟ-ში", იქ კი იმედებს ვერ გაამართლებს."

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები