• 17-10-2023
    ვირცი შეიძლება ზაფხულში წავიდეს - რა შანსი აქვს "ბარსას"
    ვირცი შეიძლება ზაფხულში წავიდეს - რა შანსი აქვს "ბარსას"
    Author of the article
    Aa

    ლევერკუზენის "ბაიერის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.

    SPORT-ის ინფორმაციით, გერმანელმა "ბაი არენა" შეიძლება მომავალ წელს მართლაც დატოვოს, თუმცა მისი "ბარსელონაში" ხილვის შანსი მიზერულია.

    ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ფლორიანის დამატების მთავარი ბარიერი ფინანსურ სირთულეებში მდგომარეობს. ვირცის გარემოცვა "ბარსას" არ დაელოდება, "ფარმაცევტები" კი ამომავალ ვარსკვლავს მინიმუმ 85 მილიონ ევროდ უპირებენ გაყიდვას.

    20 წლის ნახევარმცველის ყველაზე მოსალოდნელ ნავსაყუდლად "ბაიერნი" გვესახება. მიუნხენელები მას უკვე დიდი ხანია აკვირდებიან.

    არადა, ცნობილია, რომ ვირცი "ბარსელონას" ბავშვობიდან გულშემატკივრობს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში გერმანელმა 3 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები