• 09-12-2023
    მატჩის საუკეთესო მოთამაშე! - გიორგი მამარდაშვილმა “ხეტაფეს” წინააღმდეგ იფრინა
    მატჩის საუკეთესო მოთამაშე! - გიორგი მამარდაშვილმა “ხეტაფეს” წინააღმდეგ იფრინა

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში “ხეტაფემ” შინ “ვალენსია” მიიღო და ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “ღამურების” ახალგაზრდა კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა.

    მამარდამ გავლენიანი გამოცემა Sofascore-სგან 7.1 შეფასება დაიმსახურა, რაც “ვალენსიას” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

    აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გიორგი ლა ლიგის მიერ ზემოხსენებული შეხვედრის MVP გახდა, რაც მორიგი აღიარებ გახლავთ.

    საგულისხმოა, რომ მამარდაშვილმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიმდინარე სეზონში მესამედ მოიპოვა.

    Facebook კომენტარები