• 11-12-2023
    ოფიციალურად: შოთა არველაძე თურქეთში დაბრუნდა
    ოფიციალურად: შოთა არველაძე თურქეთში დაბრუნდა

    50 წლოს ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე სამწვრთნელო ასპარეზსს უბრუნდება.

    არველაძე თურქეთის სუპერლიგის წევრ, “კარაგუმრუკის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას თურქული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    საგულისხმოა, რომ არველაძე ბოლოს ჩემპიპნშიფის გუნდს, “ჰალ სიტის” წვრთნიდა. იქამდე 50 წლის სპეციალისტი ტაშკენტის “ფაქხთაქორში”, თელ-ავივის “მაკაბში”, “ტრაბზონსპორში”, “ქასიმფაშასა” და “კაისეისპორში” მუშაობდა.

    ცნობისთვის, “კარაგუმრუკის” სპორტული დირექტორის პოზიციას შოთის ტყუპისვალი, აჩი არველაძე იკავებს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ შოთა არველაძის ახალი გუნდი თურქეთის სუპერლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება.

    Facebook კომენტარები