• 15-12-2023
    მბაპეზე წინ! - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო დრიბლიორია
    მბაპეზე წინ! - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო დრიბლიორია

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. უკვე 16-ივე 1/8 ფინალისტის ვინაობა ცნობილია.

    მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლის” შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრებიგსან გარკვეული კრიტიკა შეხვდა, ქართველმა ლეგიონერმა კრიტიკოსების დადუმება შეძლო.

    ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო დრიბლიორი გახდა. 22 წლოს გარემარბმა 46 დრიბლინგი მიითვალა.

    საგულისხმოა, რომ მეორე ადგილზე გასულმა კილიან მბაპემ 44 დრიბლინგი მიითვალა.

    10-ეული კი ასე გამოიყურება:

    1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 46

    2. კილიან მბაპე (პსჟ) - 44

    3. რაფაელ ლეაო (მილანი) - 36

    4. ელიას აშური (კოპენჰაგენი) - 32

    5. ანდერ ბარენეჩეა (რეალ სოსიედადი) - 30

    6. ლეროი სანე (ბაიერნი) - 27

    7. გაბრიელ მარტინელი (არსენალი) - 26

    7. ჟოაო კანსელო (ბარსელონა) - 26

    7. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) - 26

    10. უსმან დემბელე (პსჟ) - 25

    Facebook კომენტარები