• 19-12-2023
    “კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი “ნაპოლისთვის” პრიორიტეტული არ არის” - II MATTINO-მ ყველაფერს ფარდა ახადა
    “კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი “ნაპოლისთვის” პრიორიტეტული არ არის” - II MATTINO-მ ყველაფერს ფარდა ახადა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალედ გამოიყურება.

    აქედან გამომდინარე, 22 წლის ქართველი გარემარბი განახლებულ კონტრაქტს იმსახურებს, უკეთესი ხელფასითა და პირობებით, თუმცა “ნაპოლი” დუმს.

    ll MATTINO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის საკითხი “ნაპოლისთვის” პრიორიტეტული არ არის.

    იტალიური წყაროს ცნობით მოლაპარაკებების დაწყებას სეზონის მიწურულს უნდა ველოდოთ.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ხელფასი ამჟამად 1.2 მილიონ ევროს შეადგენს.

    Facebook კომენტარები