• 31-03-2022
    იური სიომინი: "კვარაცხელია "ნაპოლის" მოუხდებოდა"
    იური სიომინი: "კვარაცხელია "ნაპოლის" მოუხდებოდა"
    ავტორი
    Aa

    ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი უფრო და უფრო რეალური ხდება - იტალიური მედია ქართველი მოთამაშის სერია ა-ში გადაბარგებაზე აქტიურად წერს. 


    ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, კვარაცხელიას მომავალზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:


    "ვფიქრობ, კვარაცხელია ნეაპოლელებს მოუხდებოდა. იტალიელებს მოსწონთ მოთამაშეები, რომლებსაც ინდივიდუალურად ფართო გასაქანი აქვთ. უკვე ცნობილია, რომ ლორენსო ინსინიე "ნაპოლის" დატოვებს, ვფიქრობ, ხვიჩა მისი იდეალური შემცვლელი იქნებოდა, რადგან იტალიელის სტილის ფეხბურთელია.


    ეს ხვიჩასთვის შესანიშნავი ახალი გამოწვევა იქნება. ვფიქრობ, მას იტალიურ ფეხბურთში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს", - განაცხადა რუსმა სპეციალისტმა სპორტ ექსპრესთან საუბრისას.

    Facebook კომენტარები