• 29-03-2024
    "ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენმა თაობამ ამ წარმატებას ვერ მიაღწია" - თემურ ქეცბაი
    "ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენმა თაობამ ამ წარმატებას ვერ მიაღწია" - თემურ ქეცბაი

    საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქცებია ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა.

    ასევე მან ახსნა მიზეზი, თუ რატომ ვერ გავიდა მათი თაობა რომელიმე დიდ ტურნირზე:

    "ჩვენმა თაობამ რატომ ვერ მოიტანა დიდი გამარჯვება? შესაძლოა, იმიტომ, რომ მაშინ ერთა ლიგა არ იყო. ალბათ ჩვენც მივაღწევდით მიზანს... მაგრამ, ახლა მთავარი ისაა, რომ ერთა ლიგამ მოგვცა ეს შესაძლებლობა და ჩვენ ეს გამოვიყენეთ!"

    "საბერძნეთთან თამაშმა დაგვანახა, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს დიდ ტურნირზე მონაწილეობისთვის. მთელი ღამე არ მეძინა ემოციებისგან...“, - თქვა ქეცბამ.

    Facebook კომენტარები