• 04-07-2023
    ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია
    ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია

    ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ინფორმაციას შავიზღვისპირული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    წიტაიშვილი ბათუმურ გუნდში კიევის “დინამოდან” 1-წლიანი იჯარით ჩაირიცხა.

    საგულისხმოა, რომ გიორგი ბოლოს “ლეხ პოზნანში” ასპარეზობდა, სადაც სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ამიტომაც გიო ამ გუნდის დატოვების გადაწყვეტილეა მიიღო.

    ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

    Facebook კომენტარები