06-07-2023

გიორგი პაპუნაშვილმა “სამტრედია” დატოვა

ავტორი
5 თვიანი ასპარეზობის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა სამტრედია დატოვა. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
27 წლის ფეხბურთელმა იმერული გუნდის მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს გიორგი პაპუნაშვილი კარიერას.
ცნობისთვის, საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” 27 წლის ფეხბურთელს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები