• 06-07-2023
    6-ნიშნა ხელფასზე უარი თქვა! - ბრიუს ანდერსონმა “ტორპედოში” თამაშზე უარი თქვა
    6-ნიშნა ხელფასზე უარი თქვა! - ბრიუს ანდერსონმა “ტორპედოში” თამაშზე უარი თქვა

    ცნობილი ბრიტანული სააგენტოს Daily Record-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივინგსტონის” 24 წლის ფეხბურთელმა, ბრიუს ანდერსონმა “ტორპედოში” გადასვლაზე უარი თქვა.

    ახალგაზრდა მოთამაშეს თავისი გუნდიდან საქართველოში გადასვლაზე თანხმობა ჰქონდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაში თამაშზე უარი განაცხადა.

    საგულისხმოა, რომ ამავე წყაროს, Daily Record-ის ცნობით, ბრიუსმა 6-ნიშნა ხელფასზე თქვა უარი.

    ცნიბისთვის, ბრიუს ანდერსონს კარიერის მანძილზე “ჰემილტონში”, “ეიერში”, “აბერდინში”, “დანფერმლაინში”, “ელგინ სიტისა” და “ლივინსტონში” უთამაშია.

    Facebook კომენტარები