• 12-07-2023
    " გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს" - ჭიაბრიშვილის კომენტარი მატჩამდე
    " გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს" - ჭიაბრიშვილის კომენტარი მატჩამდე

    თბილისი "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნლაისტების შეკითხვეს უპასუხა:

    - ხვალინდელი შეხვედრის როგორი მოლოდინი მაქვს? არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის გამარჯვებას არ მოელის. ამიტომ მოგების იმედი გვაქვს. 


    - ინტერნეტში კომენტარებში ქართველი გულშემატკივრები წერენ, რომ ამჟამინდელი "ასტანა" ამჟამინდელი "დინამოსთვის" მეტოქე არაა. როგორია თქვენი აზრი? 

    - რა თქმა უნდა, თუ პარალელებს გავავლებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. 


    - როგორ შეაფასებთ "ასტანას"? და გყავთ თუ არა შემადგენლობაში ტრავმირებულები? 

    - გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს. მთავარი დანაკლისი თორნიკე კირკიტაძეა. მეტოქეს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მათგან მრავალი თამაშობდა ან თამაშობს თავიანთი ქვეყნების ნაკრებებში. 


    - ქართველი ფეხბურთელების ბოლო წარმატებები, მათ შორის, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მთლიანობაში ხალხის ფეხბურთისადმი ინტერესზე გავლენას ახდენს? 

    - დიახ, თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ჩვენ კარგი დროება გვიდგას. ფეხბურთელები, რომლებიც ახლა წარმატებით თამაშობენ პირველ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, იგივე კვარაცხელია და მამარდაშვილი, "დინამოს" აღზრდილები არიან. ვამჩნევთ, რომ ქვეყანაში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება იცვლება. 


    - ხელოვნურსაფარიანი მოედანი "დინამოსთვის" პრობლემა გახდება? 

    - დიახ, გაზონი და ამინდი პრობლემა იქნება. 


    - თქვენ ბეშპარმაკის (ყაზახების ეროვნული კერძი) დაგემოვნება მოასწარით? ხინკალთან შედარება შეგიძლიათ? 

    - იმისათვის, რათა პრესკონფერენციაზე არ დაგვეგვიანა, აეროპორტიდან პირდაპირ აქ წამოვედით. ამიტომ ვერ მოვასწარით. 


    - ხვალ 35-38 გრადუს სიცხეს პროგნოზირებენ. ეს თქვენთვის რამდენად უჩვეულოა? 

    - ჩვენთვის ეს ამინდი სიახლე არაა, მაგრამ წელს თბილისში არ ცხელა. ამიტომ ჯერ ადაპტირებულები არ ვართ.

    Facebook კომენტარები