• 13-07-2023
    "თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გუნდში საბრძოლო განწყობაა" - გეგუჩაძემ მატჩამდე ისაუბრა
    "თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გუნდში საბრძოლო განწყობაა" - გეგუჩაძემ მატჩამდე ისაუბრა

    მოახლოვდა ევროტურნირების საკვალიფიკაციო მატჩების სადაც 4 ქართულ გუნდი მონაწილეობს. თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი "ასტანასთან" სტუმრად ფრე 1:1 ითამაშა. დღეს 3 ქართული გუნდი, ბათუმის "დინამო", გორის "დილა" და ქუთაისის "ტორპედო" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნით მატჩებს გამართავენ.

    მატჩამდე ბათუმელების მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ "ტირანასთან" დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა:

    "თავს კარგად ვგრძნობთ. განწყობა, ჩვეულებრივი, ადეკვატური და შესაბამისია თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გუნდში საბრძოლო განწყობაა. მეტოქემ ჩვენთვის ყველაფერი დახურა, ნაკლებად იყო ბოლო პერიოდში ინფორმაცია ხელმისაწვდომი, უბრალოდ ვიცით, რამდენი და როგორი ხარისხის ფეხბურთელი დაიმატეს" 

    "ვფიქრობ, საკმაოდ გაძლიერდა. ამდენად, რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს. პროგნოზის გაკეთება ძნელია, ეს არის ფეხბურთი და ბევრი რამ უშუალოდ მოედანზე გაირკვევა", - განაცხადა გეგუჩაძემ.

    Facebook კომენტარები